ერდოღანი - სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, ანკარა რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას არ აპირებს

ერდოღანი - სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, ანკარა რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას არ აპირებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, ანკარა რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას არ აპირებს, - იუწყება გაზეთი Habertürk.

„ჩვენ წინაშე არ დგას ისე მოქცევის აუცილებლობა, როგორც მოიქცნენ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენ არ ვიზიარებთ მიდგომას - „ჩვენც ასევე მოვიქცეთ“ - ასეთ საკითხებში“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.ორშაბათს ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ასევე აშშ-მ, კანადამ, ნორვეგიამ, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

ისრაელში, რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტისას სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა

"ინდოეთის სიტუაცია შესაძლოა ყველგან მოხდეს" - რას ამბობს ჯანმო-ს მაღალჩინოსანი

რა წერია რეზოლუაციაში, რომელიც ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებით მიიღო?