ავტორი:

ისრაელში, რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტისას სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა

ისრაელში, რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტისას სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა

ისრაელში, მერონის მთის ძირას ლაგ ბა-ომერის ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ისრაელის საგანგებო სიტუაციების ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, მათგან 40-ზე მეტის მდგომარეობა კრიტიკულია.

გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა, გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 44 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა ნაგებობის ჩამონგრევამ გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჭყლეტა მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია ათობით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ხელისუფლებამ, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, მხოლოდ 10 000 ადამიანის შეკრების ნებართვა გასცა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალზე თავშეყრილი მომლოცველების რაოდენობა რამდენჯერმე მეტი იყო. ღონისძიების უსაფრთხოების დასაცავად ადგილზე 5000-მდე სამართალდამცავი იყო მობილიზებული.

ლაგ ბა-ომერი უძველესი ყოველწლიური რელიგიური დღესასწაულია და რაბი შიმონ ბარ იოხაის ხსენებას უკავშირდება. ლაგ-ბაომერი საზეიმო დღესასწაულია, ამ დღეს ლოცვაში, სიმღერასა და ცეკვაში ატარებენ.

კორონავირუსის 401 993 შემთხვევა და 3 523 გარდაცვლილი - ინდოეთში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

"უფლებას ვიტოვებთ, მივიღოთ შესაბამისი ზომები" - ევროკავშირისა და ამერიკის მკაცრი პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი "შავ სიაში“ შეიყვანა - "სურთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეჩერება ნებისმიერ ფასად"