13 წლის ბიჭზე აზერბაიჯანის მოქალაქემ ლიფტში იძალადა - რა მოხდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე

13 წლის ბიჭზე აზერბაიჯანის მოქალაქემ ლიფტში იძალადა - რა მოხდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ისჯება.

შსს-ს ინფორმაციით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

"პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც "რუსთავი 2"-თან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა ლიფტში მოხდა.

"ლიფტში მოხდა ეს ამბავი, პოლიცია დროულად მოვიდა, ბავშვი მეზობლის გოგონამ გადაარჩინა, რომელმაც გაიგო, რომ რაღაც ხდებოდა" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ