თბილისის საერთაშორისო ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა

თბილისის საერთაშორისო ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა

დასასრულს მიუახლოვდა საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში 14 და 16 წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შორის, რომელსაც მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტები მასპინძლობს.

გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები 14 წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შორის. რაც შეეხება 16 წლამდე გოგონათა ერთ, მარიამ გოგელაშვილი (საქართველო) – თინა ბოხუას (რუსეთი) და ვაჟთა სამ, მიხეილ ხმიადაშვილი (საქართველო) – პიოტრ ლომსკის (პოლონეთი), ანდრეი პეშკინი (რუსეთი) – კონსტანტინ სტრიჟკოვის (რუსეთი) და ნიკოლოზ ყაჭეიშვილი (საქართველო) – ალექსანდრე დავლიანიძის (საქართველო) შეხვედრებს, მათი დასრულება ვერ მოხერხდა და ხვალისათვის გადაიდო. საქმე ისაა, რომ აღნიშნული მატჩების დასრულება დღისით ვერ მოესწრო, ხელოვნურმა განათებამ კი საერთაშორისო ნორმები ვერ დააკმაყოფილა.

14 წლამდე გოგონათა ნახევარფინალში მასპინძელთა მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, ირინე ყარანგოზიშვილი იასპარეზებს, რომელმაც უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში 6:4, 4:6, 6:3 მოუგო ლიზა ნადიბაიძეს. ნახევარფინალში ყარანგოზიშვილის მეტოქე ლანა მინასიანი (მოლდოვა) იქნება.

გოგონებისაგან განსხვავებით, ამავე ასაკობრივი ჯგუფის ვაჟებში მასპინძლებს ორი წარმომადგენელი ეყოლებათ. ესენი არიან შოთა მეფარიძე და დემურ დავლიანიძე, რომლებიც ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

16 წლამდე გოგონათა შორის ოთხივე ჩოგბურთელი ქართველი იქნება. ესენი არიან ბარბარე ერისთავი, ანი გოგვაძე და რუსეთის სახელით მოასპარეზე თამარა ფიჩხაძე რაც შეეხება მე-4 ნახევარფინალისტს, მისი ვინაობა მარიამ გოგელაშვილსა (საქართველო) და თინა ბოხუას (რუსეთი) შეხვედრაში გაირკვევა.

ტექნიკური შედეგები

14 წლამდელები

გოგონები: მარია ბოცა (საბერძნეთი) – არევიკ თურმანიანი (სომხეთი) 6:3, 4:6, 6:2; ეგე ტომი (თურქეთი) – მარიამ მითაიშვილი (საქართველო) 6:0; 6:1; ირინე ყარანგოზაშვილი (საქართველო) – ლიზა ნადიბაიძე (საქართველო) 6:4, 4:6, 6:3; იანა მინასიანი (მოლდოვა) – მარიამ ბოლქვაძე (საქართველო) 6:3, 6:1;

ბიჭები: შოთა მეფარიძე (საქართველო) – სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) 6:1, 6:0; დემურ დავლიანიძე (საქართველო) – ვადიმ კუზნეცოვი (რუსეთი) 6:3, 6:2; მიხეილ ავეტისიანი (სომხეთი) ვან რიისენი (გერმანია) 6:3, 6:2; ფილიპ ალექსანიანი (რუსეთი) – ალექსანდრე ბაკში (საქართველო) 7:6; 6:1

16 წლამდელები

გოგონები: ბარბარე ერისთავი (საქართველო) – გოზდემ აკისენი (თურქეთი) 2:6, 6:3, 6:3; ანი გოგვაძე (საქართველო) – მარიამ დოლაშვილი (უკრაინა) 7:6, 7:5; თინა ფიჩხაძე (რუსეთი) – ალინა ზუბკოვა (ბელარუსი) 6:2; 6:0; მარიამ გოგელაშვილი (საქართველო) – თინა ბოხუა (რუსეთი) შეწყდა.

ბიჭები: ანტონ კოზლოვი (რუსეთი) – ლუკა ფილფანი (საქართველო) 6:4; 4:6; 6:3; დანარჩენი, სამი წყვილის შეხვედრა შეწყდა და დღეს განახლდება

ნახევარფინალური წყვილები:

14 წლამდელები:

გოგონები: ბოცა- ტომი, ყარანგოზიშვილი- მინასიანი

ბიჭები: მეფარიძე- დავლიანიძე, ავეტისიანი-ალექსანიანი

16 წლამდელები

გოგონები: ერისთავი- გოგვაძე, ფიჩხაძე- გოგელაშვილი- ბოხუას შორის გამარჯვებული

ბიჭები: კოზლოვი-ყაჭეიშვილი-დავლიანიძეს შორის გამარჯვებული, ხმიადაშვლი და პესკინ- სტრიუკოვს შორის გამარჯვებულები.

როლანდ ლაბუჩიძე

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო