გაიცანით სტალინის შთამომავალი, რომელიც წარმატებული დირიჟორი და პიანისტია - "არ მსიამოვნებს მასზე უარყოფითის მოსმენა"

გაიცანით სტალინის შთამომავალი, რომელიც წარმატებული დირიჟორი და პიანისტია - "არ მსიამოვნებს მასზე უარყოფითის მოსმენა"

პიანისტი და დირიჟორი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი ბავშვობაში მემანქანეობაზე ოცნებობდა, თუმცა ეს ოცნება ვერ აისრულა. სახელგანთქმული წინაპრისგან განსხვავებით, ეს ახალგაზრდა კაცი მეტად თავმდაბალი, მორიდებული, თავშეკავებული და ნაკლებად ამბიციური, თუმცა ძალზე მიზანსწრაფულია.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მყავს ერთი ძმა - ვასო, რომელიც სკოლის მოსწავლეა და ჩოგბურთითაა გატაცებული. ჩემი მუსიკალური მონაცემები დედამ გვიან, 9 წლის ასაკში შეამჩნია და გადაწყვიტა, მუსიკალურ სკოლაში მივეყვანე. მანამდე არანაირი შეხება არ მქონია მუსიკასთან. დედა პროფესიით ბიოქიმიკოსია, მამა - კინორეჟისორი და უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. მოკლედ, მუსიკასთან არც ერთს არა აქვს შეხება, სამოყვარულო დონეზეც კი. ერთი ეგ არის, რომ დედის მხრიდან, ბაბუას და - ვიოლა ჯაფარიძე ძალიან კარგად მღეროდა. საოცარი ხმა ჰქონდა. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდა მუსიკალური საზოგადოება და ამ შეკრებებს მეც ვესწრებოდი ხოლმე. ვუსმენდი, როგორ უკრავდნენ და მღეროდნენ. მაშინ მე არც ვმღეროდი და არც ვუკრავდი, მაგრამ ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა ჩემზე. ახლა მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მახსოვს, დედამ ფორტეპიანოზე რომ მიმიყვანა, იმ დღიდან ძალიან მონდომებული ვიყავი. ბევრს ჰგონია, ბავშვისთვის ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელია ფორტეპიანოსთან საათობით ჯდომა და ვარჯიში, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც მოგწონს რასაც აკეთებ, მაშინ სიამოვნებით გაატარებ რამდენიმე საათს საკრავთან და გულმოდგინედაც იმეცადინებ. კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარია დავამთავრე, ბატონი ნოდარ ნაკაიძის კლასში ვიყავი და ახლა კონსერვატორიაში ვსწავლობ. 2012 წლიდან ვდირიჟორობ სამუსიკო სემინარიის სტუდენტურ ორკესტრს. ერთი წლის წინ, ფინეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში სადირიჟორო მასტერკლასები მივიღე, მათ შორის, ცნობილი რუსი დირიჟორის, ალიმ შახისგანაც.

- სოსო, შენს სხვა მიღწევებზეც მიამბე...

- 2010 წელს გერმანიაში საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში გავიმარჯვე, პირველი ადგილი ავიღე. კონსერვატორიაში ყოველწლიურად იმართება კონცერტები ორკესტრის გარეშე თუ ორკესტრთან ერთად და ხშირად ვმონაწილეობ ფესტივალებზე.

- პირველი კონცერტი, რომელზეც შენი სათქმელი თქვი?

- 2006 წელს, 10 წლისას მქონდა პირველი კონცერტი. დღემდე მახსოვს ის ემოციები და განცდები, პირველად რომ დავუკარი ორკესტრთან ერთად. რევაზ ტაკიძე დირიჟორობდა, მახსოვს და სწორედ მან მოახდინა დიდი გავლენა ჩემზე. მეც მომინდა დირიჟორობა.

- გვითხარით, რა სირთულე ახლავს დირიჟორობას?

- მუსიკალურ სფეროში დირიჟორობა ყველაზე რთულია, რადგან გარდა მუსიკალური მხარისა, ადამიანებთან ურთიერთობაც უნდა შეგეძლოს. თუ ეს არ შეგიძლია, რაც უნდა კარგი დირიჟორი იყო და კარგად იცოდე შენი საქმე, ორკესტრის წევრები არაფერს არ დაგიკრავენ, ან დაგიკრავენ უგულოდ და ეს არ ივარგებს! თუ არ იცი ადამიანებთან ურთიერთობა, დირიჟორიც ვერ გახდები, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ჯერ თვითონ უნდა გესმოდეს თითოეული საკრავი, ტებრი, ხმოვანება, დიაპაზონი, რომ დამკვრელს დააკვრევინო ხარისხიანად...განაგრძეთ კითხვა

"იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ" - პაატა იმნაძე ვაქცინაციაზე

"რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ... ამას არ ვაპატიებ" - ანზორ მელია

"საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება..." - გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა