აფხაზებს ფაროსანას შეგროვების სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ

აფხაზებს ფაროსანას შეგროვების სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ

რუსული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას 1 კილოგრამ ფაროსანაში დაახლოებით 18 დოლარს გადაუხდის. ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სოხუმში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების კოორდინაციის თათბირზე რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯამბულატ ხატუოვმა განაცხადა.

ხატუოვის თქმით, ფაროსანას ხელით შეგროვება დღესდღეობით მავნებელთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზაა.

"სანამ მწერი მიძინებულია, აფხაზეთის მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია მიწის საკუთარ ნაკვეთებზე მავნებლის გამოზამთრების კერების პოვნა და მათი განადგურება. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი მწერი სეზონზე შთამომავლობის სახით 6 მილიონ მავნებელს ტოვებს, არის გარანტია, იმის, რომ მწერის ხელით შეგროვება მათი რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს" - განაცხადა ჯამბულატ ხატუოვმა.

28 მარტის მონაცემებით, ოჩამჩირის რაიონში დაახლოებით 300 კილოგრამი ფაროსანა მოაგროვა მოსახლეობამ. ამის შესახებ Sputnik-ს სეპარატისტული რეჟიმის ადმინისტრაციის უფროსმა ხრიპს ჯოპუამ განუცხადა. ჯოპუას თქმით, ფაროსანას შეგროვებით ადგილობრივი მოსახლეობაა დაკავებული და ამისთვის განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. მოსახლეობის ნაწილმა მწერის გამოზმთრების კერას მიაგნო და მავნებელს ფოცხებით აგროვებენ, ნაწილი კი მათთვის ხაფანგებს აგებს.

ოჩამჩირის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის განმარტებით, რაიონის თითქმის ყველა მოსახლემ, რომელიც ფაროსანას შეგროვებითაა დაკავებული განაცხადა, რომ მწერს ფულის სანაცვლოდ არ ჩააბარებს განაგრძეთ კითხვა

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?