რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე "თბილი ლურჯი მთვარე", რომელიც ცაზე 31 მარტს გამოჩნდება

რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე "თბილი ლურჯი მთვარე", რომელიც ცაზე 31 მარტს გამოჩნდება

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსალოდნელი სავსემთვარეობის შესახებ წერს და უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვაძლევს:

"31-ში გარიჟრაჟზე ვენერა ვერძის ნიშნიდან კუროში გადავა და ურთიერთობებში მეტად დინჯებს, მოზომილებს და პრაქტიკულებს გაგვხდის. ეს ტერიტორია ვენერას სამფლობელოდ ითვლება და ცხადია, ის აქ თავს მართლაც შესანიშნავად გრძნობს. ემოციური მდგომარეობა შეიძლება დახასიათდეს ერთი სიტყვით - სტაბილურობა. თუმცა სულიერი განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანებისთვის შესაძლოა სიზარმაცეშიც გამოიხატოს. მოერიდეთ სასუსნავებს და ცომეულობას - ვენერა კუროში წონის მომატებას უწყობს ხელს. სამაგიეროდ მშვენიერი დრო დგება ფინანსური კაპიტალდაბანდებების გასაკეთებლად. აგრეთვე შემოქმედებითი აქტივობებისთვის. მოვასწროთ, რაც მოსასწრებია - ქალბატონი ვენერა კუროში 25 აპრილამდე გაჩერდება.

ამ კვირის ბოლო, თუმცა არა თავის მნიშვნელობით ასტრო მოვლენა - 31 მარტის სავსემთვარეობა სასწორის მე-11 გრადუსზე

მოგეხსენებათ, სავსემთვარეობა ყოველთვე გვაქვს, ზოგჯერ კი თვეში ორჯერაც კი უწევს. თუმცა მისი ზეგავლენა ყოველ ჯერზე სხვადასხვაა ხოლმე. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ ნიშანს გადის მთვარე. როგორც უკვე ვახსენე, ამ თვეში ეს მეორე სავსე მთვარეობაა, პირველი გახსოვთ ალბათ თვის დასაწყისში, 1 მარტს გვქონდა, ასეთი ორმაგი განმეორებები არც თუ ისე ხშირია ბუნებაში, თუმცა თქვენ ალბათ ისიც გახსოვთ, რომ იანვარშიც ანალოგიური სიტუაცია იყო, და ჩვენ სწორედ მაშინ ვისაუბრეთ ე.წ. ლურჯ მთვარეზე, აი ეს კი მართლაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან წელიწადში ორი ლურჯი მთვარე საკმაოდ იშვიათად გვხვდება ხოლმე. ბოლო ასეთი შემთხვევა 1999 წელს იყო, ხოლო მომდევნო 2037-ში იქნება. ყოველ სავსე მთვარეობას თავისი საკუთარი სახელიც აქვს, რომელიც სეზონის მიხედვით არის დარქმეული. მარტის სავსე მთვარეს "თბილს" უწოდებენ. ასე რომ, ამჯერად გვაქვს თბილი ლურჯი მთვარე.

როგორც ვთქვით, ამჯერად სავსემთვარეობა სასწორის ნიშანში იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში გააქტიურდება პირადი და საქმიანი კავშირების, პარტნიორობის საკითხები, ურთიერთობები, რომლებიც არაა მყარი, შესაძლოა დაიშალოს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ სწორედ ახლა თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ადამიანი გაიცნოთ. საქმიან სფეროში დადგება აუცილებლობა კოლეგების და პარტნიორების აზრის გათვალისწინებისა. გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა, დაიცავით დათქმული ვადები, და ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის.

სავსემთვარეობის ზეგავლენა წინა დღიდან იწყება და მომდევნო დღეზეც ვრცელდება ხოლმე. ამიტომ ამ 3 დღის განმავლობაში აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, ნუ აჰყვებით სიტუაციებს, რომლებიც კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდონ. ეცადეთ, შენარჩუნოთ პოზიტივი და შინაგანი ჰარმონია. როგორც ყოველთვის, ახლაც სასურველია ლოცვები, მედიტაცია. ყველაზე მეტ შესამჩნევ ზეგავლენას ეს სავსემთვარეობა მზით ვერძებზე და სასწორებზე მოახდენს, აგრეთვე მათზე, ვისაც პირად რუკაში ამ ნიშნებში მთვარე ან სხვა პლანეტები ჰყავთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისი პლანეტებიც ვერძის ან სასწორის 9-12 გრადუსის ფარგლებში ხვდება".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ