ესპანელები ვუვუზელების თანხლებით ვარჯიშობენ

ესპანელები ვუვუზელების თანხლებით ვარჯიშობენ

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელებმა გულშემატკივრებს მათი გუნდის ვარჯიშებზე ვუვუზელებით მოსვლა სთხოვეს.

ესპანელებს სურთ, სამხრეთაფრიკული ზურნის ხმაზე ივარჯიშონ, რათა მიეჩვიონ იმ პირობებს, რომელიც ოფიციალურ მატჩებში ხვდებათ.

ესპანელთა თხოვნა გულშემატკივრებმა ყურად იღეს და გუნდის პირველსავე ვარჯიშზე ვუვუზელებს მთელი ძალით ჩაჰბერეს, თუმცა სასურველი შედეგი – როგორიც სტადიონზეა, ვუვუზელების სიმცირის გამო ვერ მიიღეს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო