ქვეყნები, სადაც ბანკები იპოთეკურ სესხებს 2 %-ად გასცემენ

ქვეყნები, სადაც ბანკები იპოთეკურ სესხებს 2 %-ად გასცემენ

შეიძინო უძრავი ქონება იპოთეკით - საკმაოდ პოპულარული და მომხიბვლელია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაბალია. თუმცა არის ქვეყნები, სადაც საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალია, რომ 10-წლიანი სესხის შემთხვევაში მსესხებელს საწყის თანხაზე 50%-ით მეტის გადახდა უწევს.

კვლევითმა პორტალმა NUMBEO-მ იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, სადაც იპოთეკური კრედიტები ყველაზე ხელმისაწვდომია. რეიტინგის ლიდერი ქვეყანა აღმოჩნდა იაპონია, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ხელმისაწვდომია და წლიური განაკვეთი საშუალოდ 1,21%-ს შეადგენს. იპოთეკა ყველაზე ხელმიუწვდომელი არის არგენტინაში - აქ წლიური საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 27,06%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მსოფლიოში ყველაზე დაბალია, (ზოგ შემთხვევაში იაპონიაში სესხი 0,5%-ად გაიცემა) უცხოელები ამ სესხით ვერ სარგებლობენ, რამდენადაც უცხოელებზე კრედიტის გაცემაზე სერიოზული შეზღუდვები და მოთხოვნები არსებობს. იმისათვის, რომ იაპონიაში დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხი აიღო, აუცილებელია, გქონდეს რეზიდენტ ბანკში ანგარიში და იაპონიაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების და მუშაობის ნებართვა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნებს, სადაც იპოთეკური კრედიტები საკმაოდ დაბალი პროცენტით გაიცემა ნახეთ რეიტინგი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ