ტრამპისა და ჰოუპ ჰიქსის გამოსამშვიდებელი კოცნა - "პრეზიდენტს მისი გაშვება არ უნდოდა"

ტრამპისა და ჰოუპ ჰიქსის გამოსამშვიდებელი კოცნა - "პრეზიდენტს მისი გაშვება არ უნდოდა"

კომუნიკაციების დირექტორმა ჰოუპ ჰიქსმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება თებერვალში დაწერა, თეთრი სახლი კი მხოლოდ ახლა დატოვა. დონალდ ტრამპმა ყოფილი თანაშემწე გააცილა, ფოტოგრაფებმა კი ჰიქსის წასვლის მომენტი გადაიღეს.

ჰოუპი ივანკა ტრამპთან დაახლოებული პირია, მას სრულად ენდობოდა დონალდ ტრამპიც. ბევრი ეჭვობდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი თანაშემწეს მიმართ გულგრილი არ იყო.

ტრამპისა და ჰიქსის გამომშვიდობება არც ისე ოფიციალური აღმოჩნდა. ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ღიმილით ჩამოართვეს ხელი, შემდეგ კი პრეზიდენტმა ყოფილ თანაშემწეს ლოყაზე აკოცა. სოციალური ქსელების მომხმარებლებს კადრების ნახვის შემდეგ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ტრამპს ჰიქსისთვის ხელის გაშვება არ სურდა.

ჯერ არ არის ცნობილი, ვინ შეცვლის ჰოუპ ჰიქსს. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა მისი პოსტი, შესაძლოა, თანაშემწეს - კელიენ კონუეის შესთავაზოს.

რა წერილი დატოვა თავდამსხმელმა, რომელმაც გერმანიის ბარში 9 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

ავსტრალიაში, ჰაერში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები