ავტორი:

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები

ჰოუპ ჰიკსი, თეთრი სახლის ლამაზმანი და ქალი, რომელიც, როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში განსაკუთრებული გავლენით სარგებლობს. 2016 წელს ჰოუპი ისტორიაში თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა კომუნიკაციების დირექტორი გახდა. როცა ეს თანამდებობა ჩააბარეს, ჰიკსი 27 წლის იყო.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში ჩართვამდე ჰიკსს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა. ის ივანკა ტრამპის მოდის ხაზის პიარ მენეჯერად მუშაობდა.

ჰიკსი პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და სარგებლობს დღემდე. თეთრ სახლში მუშაობის დაწყებიდან ორ წელიწადში ჰიკსის სახელი ორ სკანდალურ საქმეს დაუკავშირდა - პირველი სკანდალი უკავშირდება თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი მდივნის რობ პორტერის საქმეს. პორტერი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს, ჰოუპ ჰიკსი კი მის მხარდამჭერად მოგვევლინა. მაშინ მედიაში ამ ორს შორის რომანზე საუბრობდნენ. ბრიტანული გამოცემა Daily Mail პორტერის ოჯახურ სკანდალს ჰოუპ ჰიკსთან სასიყვარულო ურთიერთობას უკავშირებდა.

რობ პორტერი და ჰოუპ ჰიკსი უკვე დაშორებულები არიან

მეორე საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას. 2018 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით ის 9 საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ორი წლის შემდეგ, 2020 წელს, ჰოუპ ჰიკსი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ახალი, გავლენიანი თანამდებობით დაბრუნდა. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

ამჯერად ჰიკსი კომუნიკაციების დეპარტამენტში აღარ იმუშავებს. მისი თანამდებობის სახელია "პრეზიდენტის კონსულტატი და მრჩეველი“. CNN-ის ცნობით, ჰოუპ ჰიკსი იმუშავებს ტრამპის მთავარ მრჩეველთან და მის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან და თეთრი სახლის პოლიტიკურ დირექტორთან, ბრაიან ჯეკთან ერთად.

ჰოუპ ჰიკსს განსაკუთრებული გავლენა აქვს პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე და გარემოცვიდან ტრამპი მას ყველაზე სანდო და საიმედო დასაყრდენად მიიჩნევს. ის არის ქალი, რომელსაც პრეზიდენტი უსმენს და მის აზრებს ითვალისწინებს.

ჰიკსი, რომელიც ახლა 31 წლისაა, გრინვიჩში დაიბადა.იყო მოდელი, მსახიობი, ასევე ლაკროსის მოთამაშე.

11 წლის ასაკში თავის დასთან ერთად, Ralph Lauren-ის ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის სახე იყო. ასევე მუშაობდა მოდელად ივანკა ტრამპის საიტისთვის და ფოტოებს Street Style-ის ფარგლებში იღებდა. ჰიკსის ფოტო დაიბეჭდა სერიალ Gossip Girl-ის ჟურნალის გარეკანზე.

ჰიკსი ჟურნალის გარეკანზე

ჰიკსის მშობლები სხვადასხვა ორგანიზაციების პიარ მენეჯერებად მუშაობდნენ. ის Southern Methodist University-ში სწავლობდა. 2012 წელს უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ნიუ იორკის ერთ-ერთ პიარ კომპანიაში, ამავდროულად, ის ტრამპების ორგანიზაციაში ივანკა ტრამპთან ერთად მუშაობდა.

2014 წელს ტრამპების ორგანიზაციამ მას სახლი უყიდა. ამ პერიოდში ის ივანკას მოდის ხაზის პიარ-მენეჯერი იყო.

"ის უბრალოდ შეუდარებელია. მედიასთან ურთიერთობის გასაოცარი უნარი აქვს“, - ამბობდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი. აღსანიშნავია, რომ ჰოუპი დიდი მოწონებით სარგებლობდა მედიის წარმომადგენლებშიც და ჟურნალისტები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მასთან საქმიანი ურთიერთობა სასიამოვნო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიკსმა კარიერა სხვა პროფესიებით დაიწყო, პოლიტიკოსობა 13 წლიდან ჰქონია გადაწყვეტილი. Greenwich magazine-სთვის მიცემულ ინტერვიუში 13 წლის ჰიკსი ამბობს - "საკუთარ თავს პოლიტიკაში ვხედავ, ვინ იცის რა მოხდება...“

ჰოუპ ჰიკსს თეთრ სახლში სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობები უკავშირდება. მათ შორის ყველაზე გახმაურებული ზემოთ აღნიშნული რომანია თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილ მდივან რობ პორტერთან.

გარდა ამისა, ჰიკსს უკავშირდება სასიყვარულო ურთიერთობა ტრამპის კამპანიის ყოფილ მენეჯერთან, კორი ლევანდოვსკისთან. ლევანდოვსკი თავის წიგნში - "Let Trump Be Trump“ ჰიკსს ასე აღწერს: "ჭკვიანი ქალი, თითქმის ფოტოგრაფიული მეხსიერებით“.

ჰიკსი კორი ლევანდოვსკისთან ერთად

"ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა" - გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

"ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, მას ვკარგავდი..." - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში

WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა