70 წლის მასწავლებელს სამეგრელოში სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

70 წლის მასწავლებელს სამეგრელოში სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელს, სკოლის პედაგოგს სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. პედაგოგმა, სამსახურდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

არსებული ინფორმაციით, არსებობს აუდიო ჩანაწერი, რომელშიც 70 წლის პედაგოგი საკუთარ მოსწავლეს ავიწროებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ