რამზან კადიროვი - ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს

რამზან კადიროვი - ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს

ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს, - ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე კადიროვმა ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელთან აბუბაქარ ედელგერიევთან ისაუბრა.

კადიროვის თქმით, საქართველოში მიმავალი გზა ერთ-ერთია იმ ოთხი პროექტიდან, რომელთა განხორციელებისთვისაც რესპუბლიკის ხელისუფლება მზად არის.

„საუბარია ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, გროზნოში აეროპორტის აღდგენის მეორე ეტაპის დასრულებაზე და ჩეჩნეთის შიდა საავტომობილო გზების მშენებლობის დასრულებაზე. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, შესაძლოა, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობაზე განაცხადი გახდეს“, - განაცხადა კადიროვმა.

აბუბაქარ ედელგერიევის განცხადებით, ეს პროექტი ახლა განხილვის სტადიაში იმყოფება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები