რას პასუხობს ადვოკატი ირაკლი ქორიძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას

რას პასუხობს ადვოკატი ირაკლი ქორიძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას

დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანისა და შენახვაში ბრალდებული ირაკლი ქორიძის ადვოკატის, სალომე ჯანიაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულის 2014 წლის შეწყალების საქმეში არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაცია, რომ ის პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული და ამის გამო პრეზიდენტს უნდა შეეწყალებინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სალომე ჯანიაშვილმა ქორიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხდა.

"არსებობს შეწყალების კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომ შეიწყალოს ირკლი ქორიძე, რადგან მისი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მის დაკავებაში არსებობდა პოლიტიკური მოტივი. მათი პოზიცია დოკუმენტშია ჩამოყალიბებული, რომელსაც ქორიძის ოჯახის წევრები მომაწვდიან, შემდგომ უფრო დეტალურად გავაკეთებ კომენტარს. ამ რეკომენდაციით პრეზიდენტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიმართა", - აღნიშნა ჯანიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის რამდენიმე დღის წინ დაკავებული ირაკლი ქორიძე 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, - ამის შესახებ მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის შეწყალებამდე, ქორიძეს 2013 წელს ამნისტიის აქტი შეეხო და მისი სასჯელი 30 წლიდან 13 წლითა და 6 თვით განისაზღვრა.

ამჟამად ირაკლი ქორიძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქორიძის ადვოკატმა სალომე ჯანიაშვილმა განუცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანიმობილებს იყენებდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ