70 წლის პედაგოგი, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, დაკავებულია

70 წლის პედაგოგი, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, დაკავებულია

70 წლის პედაგოგი, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, დაკავებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული გუშინ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 141-ე - გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე ისჯება.

ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების“ ყოფილ პედაგოგს მისივე მოსწავლე, ფეხბურთის ქალთა გუნდის ერთ-ერთი წევრი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი აუდიოჩანაწერი არსებობს, რომელშიც 70 წლის მამაკაცი გოგონას ავიწროებს.

აღნიშნული აიპი-ს ხელმძღვანელი რამაზ კოხიას ინფორმაციით, მასწავლებელმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ერთი თვის წინ დაწერა. კოხიას ცნობით, სამსახურიდან წასვლის მიზეზად ავადმყოფობა დასახელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ