კახა კალაძე - გადავწყვიტეთ, "სითი ინსტიტუტს" ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ

კახა კალაძე - გადავწყვიტეთ, "სითი ინსტიტუტს" ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ

მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ განაცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და მქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის დადებაში.

“მოგეხსენებათ, ჩვენ დედაქალაქს დავპირდით გენერალური გეგმის მიღებას. მერიაში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ინტენსიურად ვმუშაობთ გენერალური გეგმის ჯგუფთან, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. შეფასების და ანალიზის პროცესში ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. შედეგად, წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა მოხდა საჯაროდ. შესაბამისად, დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. “სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ 5 ეტაპში-მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული - ჩვენთვის მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი იყოს რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული, რაც უნდა ყოფილიყო მე-6 ეტაპში წარმოდგენილი. ჩვენ ვასრულებთ გენგეგმასთან დაკავშირებით დისკუსიას, პოლემიკას და განხილვას. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები დამუშავებულია და შეჯერებული. იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ „სითი ინსტიტუტმა“ წარმოადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მერის თქმით, საბოლოო დოკუმენტაცია 1 ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები