ელენე ხოშტარია - კალაძემ ამჯერად სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ელენე ხოშტარია - კალაძემ ამჯერად სწორი გადაწყვეტილება მიიღო

არავითარი კომპლექსი არ გვაქვს, რომ სწორს დავარქვათ სწორი და არასწორს - არასწორი, კახა კალაძემ გენგეგმასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის მერის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

ხოშტარიას თქმით, ძალიან კარგია, რომ თბილისის მერმა გაითვალისწინა ოპოზიციის, საზოგადოების აზრი და პროცესი გააგრძელა.

“ჩვენი პროტესტის საგანი არ იყო ის, რომ რომელიმე მხარის ლობირება მომხდარიყო, არამედ დამოკიდებულება, რომ როცა მილიონები იხარჯება, ადამიანები ამდენს შრომობენ, არის დაპირება, რომ გენგეგმა იქნება, ასე ხელაღებით, რადიკალურად არ უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილებების მიღება. მითუმეტეს, იმ შეურაცმყოფელი ფორმით, რაც შეხვედრებზე მოხდა. თუმცა, დღეს შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ სწორია, რომ არ იჩქარა და ამჯერად რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, სწორი დავალებები მიეცეს ამ ჯგუფს. საქმე გვაქვს ძალიან დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსთან, ამიტომ ჯგუფს სწორი დავალებები უნდა მიეცეს, რომ ივნისში მსგავსი კრიზისი არ შეიქმნას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია აღნიშნულ საკითხზე საქმიანი თანამშრომლობისთვის მზად არის.

“ყველანაირი პარტიული, ან პირადი ინტერესები უნდა გადავდოთ გვერდზე და ისე უნდა შევქმნათ ქალაქის განვითარების ხედვა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს გეგმა ვერ იმუშავებს, თუ იქნებიან ადამიანები, ვისზეც კანონი არ ვრცელდება, მაგალითად ბიძინა ივანიშვილი, რადგან იმას, რაც თაბორზე მოხდა, ვერავითარი გენგეგმა ვერ დაარეგულირებს, ჟვანიას ქუჩაზე არ უნდა ხდებოდეს ის რაც ხდება და ა.შ. თუმცა ამის მიუხედავად, ამ კონკრეტულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კალაძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არ იჩქარა, წყალში არ გადაყარა მათივე დახარჯული ფული. ჩვენ მზად ვიქნებით ისეთივე კრიტიკისთვის როგორიც გვქონდა, ასევე საქმიანი და არსებითი თანამშრომლობისთვის გენგეგმის გარშემო. თავისთავად ფაქტია, რომ მთლიანად “ქართული ოცნების“, მათ შორის კალაძის პასუხისმგებლობაზეა ეს საქმე, ვინაიდან ამდენი ხანია მიდის გენგეგმაზე საუბარი. ისიც ფაქტია, რომ ვერ უმკლავდებიან იმას, რასაც საზოგადოებას დაპირდნენ. ყოველი გაჭიმული დღე არის ახალი არასწორი გადაწყვეტილება ჩვენს ქალაქში, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ამ კონკრეტულ მომენტში არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ მერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. არავითარი კომპლექსი არ გვაქვს იმის, რომ სწორს დავარქვათ სწორი და არასწორს - არასწორი. სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ „არ მიაწვა“ პირველად რადიკალურ პოზიციას, გაითვალისწინა ოპოზიციის, საზოგადოების აზრი და გააგრძელა პროცესი. საბოლოოდ შედეგი უნდა დაიდოს და ვერანაირი დროის გაწელვა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, „სითი ინსტიტუტს“ მიეცა ვადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულოს. საბოლოო დოკუმენტაცია 1-ელ ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და „მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის შემუშავებას“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები