"ბახალას" ახალი ბრალი წარუდგინეს

"ბახალას" ახალი ბრალი წარუდგინეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, გიორგი გიორგანაშვილს, ახალი ბრალი წარუდგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მსახიობის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ განუცხადა, დაცვის მხარე არ იზიარებს წარდგენილ ბრალს და გიორგანაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

„გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვა და საქართველოში შემოტანა ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

ჩვენ წარდგენილ ბრალს არ ვეთანხმებით და ის აბსურდულია. გიორგი გიორგანაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, რადგანაც ეს სწორედ ის საგამოძიებო ორგანოა, რომელმაც მას 45 აბი ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო, რაზეც განაჩენი უკვე გამოტანილია“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალები დაცვის მხარეს დღეს საღამოს გადაეცემა, შესაბამისად დეტალურად საუბარი ამის შემდეგ შეეძლება.

შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძე უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

გიორგი გიორგანაშვილს სხვა საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის 23 იანვარს, სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს.

იხილეთ ვიდეო: "ბახალას" 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ