"ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში" - მიხეილ სააკაშვილი

"ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოშ შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზი ეკონომიკის მართის პროცესში ჩამოყალიბებული მაფიაა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში ის რიგი ეკონომიკური ზომების გატარებას, მათ შორის „ბანკების მაფიის თარეშის“ დასრულებას და ხელფასების ზრდას გეგმავს.

„ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა მოგვცემს საშუალებას, შევაჩეროთ საქართველოდან ხალხის გადინება. მთავარი პრობლემა საქართველოსი არის, რომ ქვეყანა იცლება, ეს არის რეალური საფრთხე. ამ რეალური საფრთხის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ ეკონომიკის შემობრუნებით და ცხოვრების დონის სწრაფი ამაღლებით. ვაპირებ, ამით დავკავდე მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს აღძრავენ მხოლოდ ერთი ნიშნით - რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა. ვერ მოესწრებით. მე ჩამოვალ საქართველოში და ამ ყველა პროგრამას განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად.

მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მე არ ჩავუგდებ მას სამუდამოდ ამ მაფიას ხელში, მაფიის თარეში უნდა დასრულდეს. საქართველო უნდა გათავისუფლეს და ამოისუნთქოს შვებით“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები