ნასვამმა რუსმა ტურისტმა ქალმა დუბაიში პოლიციელს სახეზე უკბინა და მანქანის შუშა თავით ჩაამტვრია

ნასვამმა რუსმა ტურისტმა ქალმა დუბაიში პოლიციელს სახეზე უკბინა და მანქანის შუშა თავით ჩაამტვრია

რუსი ტურისტი დუბაიში თავს დაესხა ქალ პოლიციელს და სამართალდამცველის მანქანის შუშა დაამტვრია, ინფორმაციას Gulf News-ზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ინციდენტი დუბაის ერთ-ერთი სასტუმროს შესასვლელთან მოხდა. პოლიცია ორ ტურისტს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოიძახეს. პოლიციელი ქალი შეეცადა, რუსი ნასვამი ტურისტისთვის ხელბორკილები დაედო, თუმცა ის სამართალდამცველს შეეწინააღმდეგა.

გამოცემის ინფორმაციით, გოგონამ რამდენიმეჯერ დაარტყა პოლიციელს და სახეზე უკბინა. მოგვიანებით პოლიციელმა ტურისტის მანქანაში ჩასმა შეძლო, თუმცა ტურისტი მანამდე ურტყამდა თავს შუშას, ვიდრე არ ჩაამტვრია.

რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, მას პოლიციელზე თავდასხმასა და მისი მანქანის დაზიანებაში ედება ბრალი. სასამართლოს გადაწყვეტილება 29 აპრილს გახდება ცნობილი.

"სიყვარული კორონას ჟამს": როგორ აღმოჩნდა რუსთავში "შეჩერებული წამი" ნიუ-იორკში? -  "ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართ"

"21 მარტს მამამ დამტოვა, დღეს კი - დედამ... " - ნეკა სებისკვერაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"ავადმყოფი, დუჟმორეული, ირაციონალურად აგრესიული ადამიანები მძვინვარებენ ზვიადის და მერაბის საფლავებთან" - რა წერს კონსტანტინე გამსახურდია