11 წლის გოგონას, რომელსაც დედა გარდაეცვალა, თმას ყოველ დილას ავტობუსის მძღოლი უწნავს

11 წლის გოგონას, რომელსაც დედა გარდაეცვალა, თმას ყოველ დილას ავტობუსის მძღოლი უწნავს

11 წლის გოგონას, რომელსაც დედა 2 წლის წინ იშვიათი დაავადების დიაგნოზით გარდაეცვალა, ვარცხნილობას ყოველ დღე ავტობუსის მძღოლი უკეთებს.

"ინდეფენდენთი" წერს, რომ იზაბელა პიერი მამასთან, ფილიპთან ერთად ალპინში, იუტას შტატში ცხოვრობს. ის მიჩვეულია, დამოუკიდებლად მოემზადოს სკოლაში წასასვლელად, თუმცა ვარცხნილობის მოწესრიგებას თვითონვე ჯერ ვერ ახერხებს. გოგონას მამა ამბობს, რომ შვილის თმას, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი მოუხერხა.

ერთ დღესაც ფილიპმა დაინახა, როგორც უწნავდა თმას ავტობუსის მძღოლი ქალი დინი უცნობ გოგონას. იზაბელას მამამ გამბედაობა მოიკრიბა, დინისთვის ეთხოვა, ყოველ დილას მისი შვილისთვის თმა მოეწესრიგებინა.

„როგორც ჩემს შვილებს, ისე ვეპყრობი. ბავშვები ბედნიერები არიან და ეს ძალიან მიხარია,“ - ამბობს დინი, რომელსაც თავად ჰყავს შვილები.

პიერის მასწავლებლები ამბობენ, რომ გოგონას ქცევა საგრძნობლად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბავშვზე დინი ზრუნავს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ