"ყველა შესაბამისი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს ტრაგედიის მიზეზის დასადგენად" - ქუმსიშვილი

"ყველა შესაბამისი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს ტრაგედიის მიზეზის დასადგენად" - ქუმსიშვილი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ ნათქვამია პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებაში.

”ეს უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია არამარტო მათი ოჯახებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის. სამძიმარს ვუცხადებ და ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების და მეგობრების მწუხარებას. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს ტრაგედიის მიზეზის დასადგენად და მომხდარის შესახებ ობიექტური პასუხის მისაღებად”, - აღნიშნავს მინისტრი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები