მოწმეს, რომლის ტანსაცმელზეც სისხლი აღმოჩნდა, კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი

მოწმეს, რომლის ტანსაცმელზეც სისხლი აღმოჩნდა, კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, მოწმემ, რომლის ტანსაცმელზეც ერთ-ერთი გარდაცვლილის სისხლი აღმოჩნდა, სასამართლოში დაკითხვისას არაერთხელ თქვა, რომ მას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან. როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, იმ ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვითაც მოწმეს საერთოდ არ ჰქონია გარდაცვლილთან შეხება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"ექსპერტიზის დასკვნით, სხვადასხვა პირებზე ამოვიდა გარდაცვლილის სისხლი. ეს ბუნებრივია, ვინაიდან იმ მოწმემ, რომლის ტანსაცმელზეც ამოვიდა სისხლი პროცესზე თავად არაერთხელ განაცხადა, რომ ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი გარდაცვლილთან. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მოწმემ გარდაცვლილთან კონტაქტი დაადასტურა. ეს განაცხადა, როგორც ჩვენს მიერ, ასევე დაცვის მხარის მიერ დაკითხვის დროს. რეალობას არ შესაბამება ის, რომ მოწმეს არ ჰქონია კონტაქტი გარდაცვლილთან და აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები იმაზე, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთი გარდაცვლილის სისხლი მის ტანსაცმელზე. ეს არის საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების მცდელობა", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი მოზარდის დათო სარალიძის მამის განცხადებით, ახალი ექსპერტიზით, სისხლი ერთ-ერთი მოწმის ტანისამოსზე აღმოჩნდა, რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას სარალიძესთან კონტაქი უარყო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ