მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ვემზადებით დიდი ცვლილებებისთვის საქართველოში, ქვეყანას აღარ ჰყავს პატრონი

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ვემზადებით დიდი ცვლილებებისთვის საქართველოში, ქვეყანას აღარ ჰყავს პატრონი

ჩვენ ვემზადებით დიდი ცვლილებებისთვის საქართველოში, ქვეყანას აღარ ჰყავს არა მხოლოდ პატრონი, ქვეყანას აღარ აქვს მომავალიც, - ამის შესახებ ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლილება და საქართველო დაბრუნდება ევროპის რუკაზე.

„ჩვენ ვემზადებით დიდი ცვლილებებისთვის საქართველოში. ხედავთ, როგორი სიტუაციაა, როგორ კარგავს საქართველო დროს. გუშინ უნგრეთში ისევ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით ჩემმა პირადმა მეგობარმა და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტნიორმა ორბანმა. პოლონეთს მართავენ ჩვენი პარტნიორები, რომლებთანაც გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს ამერიკაში ზის ტრამპი, რომელიც იყო ნამყოფი საქართველოში, ახორციელებდა პროექტს, რომელიც გააჩერა ივანიშვილმა და ტრამპს აფერისტი ეძახა. ჩვენ გვყავს მთავრობაში ოლიგარქი, რომელიც მიუღებელია ყველა იმ ხალხისთვის, ვინც ახლა რაღაცას წყვეტს და ქმნის ახალ ტრენდს ევროპაში“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანას აღარ აქვს დასაკარგი დრო, რადგან საქართველო იცლება და ნადგურდება. „საქართველოში მალე აღარ დარჩება ხალხი, საქართველოს აღარ ექნება მომავალი. ამიტომ ზუსტად ისე, როგორც გააკეთეს უნგრელებმა, ზუსტად ისე, როგორც გააკეთეს პოლონელებმა, ის ტიპაჟები, ვინც ანადგურებენ, უნდა გაიწიონ საქართველოდან და მოვიდეს ეროვნული მთავრობა, რომელიც დაამთავრებს ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას რუსეთიდან მოვლენილი ბოროტების, ივანიშვილის სახით. ამ მხრივ რა თქმა უნდა ევროპარლამენტში გვყავს ბევრი პარტნიორი. ჩვენც ვამზადებთ ამათ იმისთვის, რომ საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლილება და საქართველო დაბრუნდება ევროპის რუკაზე. ალტერნატივა არ გვაქვს. თვალსა და ხელს შუა გვეცლება ქვეყანა. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ ხეებს კი არ თხრიან, ქვეყანა მოთხარეს. ქვეყანას აღარ ჰყავს არამხოლოდ პატრონი, ქვეყანას აღარ აქვს მომავალიც. ამიტომ ამ სიტუაციაში ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს საქართველო“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები