სიმღერა "დესპასიტო", რომელმაც ნახვებით ყველა რეკორდი მოხსნა, დღეს "იუთუბიდან" წაიშალა. "ინდეფენდენთის" ინფორმაციით, სიმღერა ჰაკერების მსხვერპლი გახდა.
"დესპასიტო" ამ დროისთვის ვებ-გვერდზე კვლავ აღდგენილია.
ხუთი დღის წინ "დესპასიტო" "იუთუბის" ისტორიაში ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა და რეკორდულ 5 მილიარდ ნახვას მიაღწია. თუმცა, ვიდეოში ცვლილებები გამოჩნდა - ნიღბიანი, შეიარაღებული ადამიანები, კადრი "დესპასიტოს" კლიპში არ ყოფილა. სიმღერის ორიგინალის ნახვას, რომელიც Vevo-მ განათავსა, მოგვიანებით წაიშალა კიდეც.


ჰაკერებმა სხვა მომღერლების სიმღერებიც დააზიანეს, მათ შორის შაკირასი, სელენა გომესის, ტეილორ სვიფტის, დრეიკის. ჰაკერებმა, რომლებიც საკუთარ თავს Prosox-ს და Kuroi'sh-ს უწოდებენ, ვიდეობის ქვეშ დატოვეს წარწერა „თავისუფალი პალესტინა“.
ესპანურენოვანი სიმღერა „დესპასიტო“ 2017 წლის იანვარში გავრცელდა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში ყველაზე პოპულარულ ჰიტად იქცა.