ინიესტა იძულებით ისვენებს?

 ინიესტა იძულებით ისვენებს?

ბედშავი და ფეხებდალეწილი ანდრეს ინიესტა ალბათ გამოტოვებს ორშაბათს ჰონდურასთან მეორე ტურის მატჩს. ტრავმებით შეჭირვებულმა ესპანელმა ვარსკვლავმა

შვეიცარიასთან შეხვედრის 77-ე წუთზე ფეხში ისეთი დარტყმა მიიღო, რომ ჯერ შესაცვლელი, მერე კი სამკურნალო გახდა.

“ინიესტა მას შემდეგ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს - ჩივის ესპანელთა თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე – აქვე მინდა გითხრათ, რომ მას ძველი ტრავმა არ გაუმიზეზდა. ანდრესს ფეხში სულ სხვა ადგილას ჩაარტყეს და ჩათვალეთ, რომ ეს სრულიად ახალი ტრავმაა. თუ ის 100 პროცენტით მზად არ იქნება – და სავარაუდიდ ეს ასეც იქნევა – მოედანზე მის ადგილს სხვა მოთამაშე დაიკავებს.”

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო