ბიჭები, რომელიც დაქორწინების მიზნით მოიტაცეს : "ჩემი ცხოვრება დაინგრევა, თუ დავთანხმდები"

ბიჭები, რომელიც დაქორწინების მიზნით მოიტაცეს : "ჩემი ცხოვრება დაინგრევა, თუ დავთანხმდები"

ინდოეთში, ბიჰარის შტატში წელიწადში 1000-მდე მამაკაცს დაქორწინების მიზნით იტაცებენ.

17 წლის როშან კუმარი გასულ წელს მოიტაცეს. როშანმა გოგოსთან ცხოვრებაზე უარი თქვა და მის ოჯახს პოლიციაში უჩივლა.

"ჩემი ცხოვრება დაინგრევა, თუ დაქორწინებაზე დავთანხმდები. სწავლა მინდა. იმ შემთხვევაშიც უარს ვიტყვი, თუ გოგოს ოჯახი მოკვლით დამემუქრება," - ამბობს როშანი "ბიბისისთან".

მისი დის, პრიანკას თქმით, ოჯახი მომხდარით გაოგნებულია.

"ეს ქორწილი არ უნდა შედგეს, ჩვენი ოჯახის ყველა წევრი ძალიან გაბრაზებულია. გოგოს ცხოვრებაც დაინგრა, ეს მისი მშობლების სურვილი იყო და არა მისი,"- აღნიშნავს პრიანკა.

29 წლის პარვინ კუმარი მაჰარანიში 2012 წელს მოიტაცეს და აიძულეს, დაქორწინებულიყო. სამი წელი დასჭირდა, რომ საკუთარ ცოლთან ცხოვრების გადაწყვეტილება მიეღო. წყვილს ახლა სამი შვილი ჰყავს. პარვინის თქმით, მოტაცებულ ბიჭებს არჩევანი არ აქვთ.

"რომ არ დავთანხმებულიყავი დაქორწინებაზე, სხვა არცერთი ოჯახი არ მომცემდა ნებას, მათი შვილი ცოლად მომეყვანა. თავდაპირველად ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ უკვე შევეგუე ჩემს ბედს. ახლა მინდა, ოჯახთან ერთად ვიცხოვრო მშვიდად და ბედნიერად," - აღნიშნავს კუმარი.

ექსპერტები ამბობენ, რომ ინდოეთში "კარგ ოჯახებს" სიძეც ისეთი ოჯახიდან სურთ, რომელსაც მათთვის შესაფერისად მიიჩნევენ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ