მთაში შემონახული ლუდის გამოხდისა და მოხმარების ტრადიციები

მთაში შემონახული ლუდის გამოხდისა და მოხმარების ტრადიციები

ვისგან უნდა გადმოეღოთ ქართველებს ლუდის წარმოების ტრადიცია?! ყველა გზა ძველი აღმოსავლეთისკენ მიდის და ქართული ლუდის გენეზისის უძველესობას ადასტურებს. რატომ შემოინახა მთამ ლუდის მოხმარების ჩვევა და არა ბარმა, ეს უბრალო მიზეზით აიხსნება: საქართველოში უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა-მეღვინეობაზე. სხვათა შორის, ქართული ეთნოგრაფიული მეცნიერებაც იმ ტერიტორიას, სადაც ვაზი ხარობს, ბარად მიიჩნევს, ხოლო სადაც არა - მთად.

კახეთში ხევსურებს, არცთუ იშვიათად, ხატის მამულები გააჩნდათ. იქ კახელებს ღვინოს აყენებინებდნენ და დიდი ხატობისას ხევსურეთში აჰქონდათ. მაგრამ ამას ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა. მთიელები: ხევსურები, თუშები, მოხევეები და ფშაველები ძირითადად თავიანთი გამოხდილი ლუდით დღესასწაულობდნენ. დღესასწაული კი გაგიხარია, საკმარისად იყო...

ლუდის გამოხდის ტრადიცია საქართველოში დღეს ყველაზე კარგად დაცულია ხევსურეთსა და განსაკურებით თუშეთში. მას აქვს სეზონური ხასიათი და დაკანონებული ვალდებულებები: თუ თუშს შულტობა (იგივე დეკანოზობა, აქ კი რიტუალის ხელმძღვანელობა) მოუწევს, იგი ვალდებულია ავიდეს სალოცავში, ლუდი მოადუღოს და სადღესასწაულოდ მისულთ უმასპინძლოს. ხევსურეთსა და ფშავში გავრცელებული იყო ხატისადმი მამულის შეწირვის წესი. შემწირველი, ერთ-ერთი დღეობის დროს თავისი მამულიდან წამოიღებდა ერთ მუჭა მიწას და საკლავსაც მიუმატებდა. საკლავს დაკლავდნენ, შემომწირავი მიწას ხატის ეზოში მოაბნევდა და დაილოცებოდა. ამის შემდეგ ეს კაცი მამულზე ხელს იღებდა და იგი უკვე ხატის საკუთრებად ითვლებოდა. განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ