თბილისში გადაარჩინეს ძაღლი, რომელმაც 8 დღე წყლისა და საკვების გარეშე გაძლო

თბილისში გადაარჩინეს ძაღლი, რომელმაც 8 დღე წყლისა და საკვების გარეშე გაძლო

4 აპრილს სოციალურ ქსელში გასაჭირში მყოფი ძაღლის ფოტო გამოქვეყნდა. ძაღლს თავზე პლასტმასის განიერი ბოთლი ქონდა ჩამოცმული. სავარაუდოდ ცხოველმა საკვების ძებნისას ბოთლში თავი ჩაყო და შემდეგ ვეღარ მოიცილა.

როგორც მარიამ კენჭოშვილი იტყობინებოდა, ძაღლი სვანეთის უბანში და კუკიის სასაფლაოს ტერიტორიაზე დარბოდა. ამ მდგომარეობაში უკვე 3 დღე ხედავდნენ, რაც ცხოველის სიცოცხლისთვის უფრო და უფრო საშიში ხდებოდა. მას შესაძლოა საჭმლის გარეშე კვირაზე მეტი მოეთმინა, მაგრამ წყლის გარეშე ნამდვილად ვერ გაძლებდა.

მარიამმა დასახმარებლად 112–ის ჯგუფი გამოიძახა, თუმცა ძაღლი იმდენად ფრთხილი იყო, რომ ადამიანებს განურჩევლად გაურბოდა, რაც მის დაჭერას ძალიან ართულებდა. იმ დღიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ასევე ძაღლის ბედით შეწუხებული ადამიანები მას ყოველდღე საათობით ეძებდნენ.

9 აპრილს, 24:00 საათზე მამარდაშვილის ქუჩაზე ძაღლი მოქალაქეებმა დაიჭირეს და მაშინვე 112–ს შეატყობინეს. ადგილზე მისულმა ეკიპაჟმა ძაღლს ბოთლი მოხსნა და თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც მას ყელის არეში მსუბუქი ჭრილობა დაუმუშავეს, გაუკეთეს გადასხმები, გაათბეს, დააპურეს. განაგრძეთ კითხვა

"თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული..." - ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარქუა დაავადების მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე

პაატა იმნაძე - სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, ისედაც პრობლემები გვაქვს განათლებაში

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში