ცოლმა თვითმფრინავში აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა - მფრინავს რეისის შეცვლა მოუწია

ცოლმა თვითმფრინავში აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა - მფრინავს რეისის შეცვლა მოუწია

ირანელი წყვილი დოჰადან ბალიზე მიფრინავდა, თუმცა დასვენების გეგმები მოულოდნელად შეიცვალა. hindustantimes-ის ინფორმაციით, როდესაც ქმარს დაეძინა, ცოლმა მისი სმარტფონი აიღო და აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა.

ქალმა თავი იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო, რომ ქმარზე ფიზიკურ ძალადობასაც არ მოერიდა. Fox News-ის ინფორმაციით, მან კაცის ცემა დაიწყო, ეკიპაჟმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა ქალს თავის კონტროლი სულ უფრო მეტად უჭირდა.

მფრინავი იძულებული გახდა, ბალის ნაცვლად თვითმფრინავი ინდოეთში, ჩენაის აეროპორტში დაესვა.

უცნობია, როგორ განვითარდა მათი ისტორია. დიდი ალბათობით, დასვენება ბალიზე აღარ შედგა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ