შსს-ს ახალი განცხადება ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით

შსს-ს ახალი განცხადება ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით

შსს-ს ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკვლელობაში ბრალდებულზე შემაკავებელი ორდერი, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გაიცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, 25 წლის ქალი და მისი დედა შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და დედის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.

იხილეთ ვიდეო: რამდენიმე საათით ადრე გაცემული შემაკავებელი ორდერი: შსს-ს განცხადება 25 წლის ქალის ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაზე

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ნახეთ ასევე: 25 წლის გოგოს მკვლელობის ახალი დეტალები - "მამინაცვლის სახელზე ბოლო შემაკავებელი ორდერი დღეს გაიცა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ