ბარნოვზე მოკლულის ბებია ამბობს, რომ მკვლელი ყოფილი პოლიციელია

ბარნოვზე მოკლულის ბებია ამბობს, რომ მკვლელი ყოფილი პოლიციელია

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელია, - ამის შესახებ გარდაცვლილის ბებიამ მერი გობაძემ განაცხადა.

მერი გობაძის თქმით, ყოფილი სიძე მეუღლეზე ძალადობდა, სცემდა და განქორწინების შემდეგ, მას შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

"ეგ ციხიდან გამოსაშვები იყო?! როგორ იკადრა, ბავშვებს თვალწინ დედა მოუკლა. ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემს შვილს მოსვენებას არ აძლევდა. სცემდა, რის გამოც ჩემი შვილი გაშორდა და მას ემუქრებოდა შვილს მოგიკლავო. ერთხელ ბათუმში ისე სცემა, საავადმყოფოში მოხვდა. პოლიციამ ამ ყველაფრის შემდეგ რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები? ამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს. როგორც ჩემი შვილისგან ვიცი, პოლიციელი იყო წარსულში, ზუსტად რა თანამდებობა ჰქონდა, არ ვიცი", - განაცხადა მერი გობაძემ.

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე გუშინ ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება 13 აპრილს ვაკეში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

„უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ