სააკაშვილი - საქართველოში არ არიან ბანკები, ესენი არიან მევახშეები, კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები

სააკაშვილი - საქართველოში არ არიან ბანკები, ესენი არიან მევახშეები, კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები

მალე თითოეული ჩვენგანი ვიქნებით ამ მთავარი მევახშის, ივანიშვილის კერძო საკუთრება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბანკო სექტორზე საუბრისას განაცხადა. ვიდეომიმართვაში, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ყოფილი პრეზიდენტი ქართული ბანკების შესახებ მის განცხადებებს კიდევ ერთხელ განმარტავს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელში მოქცეული საბანკო სექტორი 2012 წლის შემდეგ გამდიდრდა. სააკაშვილმა სტატისტიკაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ 2012 წელს ბანკების საერთო აქტივები 12 მილიარდი ლარი იყო, ახლა კი 30 მილიარდზე მეტია. ბანკების სუფთა მოგება კი 136 მილიონი ლარიდან 900 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. მან თავისი ბანკების ხელის ბიჭები, როგორც პრემიერ-მინისტრი იყო ხელის ბიჭი მის ბანკში და ყველა სხვა ძირითად თანამდებობაზე დანიშნა ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსულები. ისინი არ არიან ბანკირები, ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით მევახშეები, რომლებიც სისხლს წოვენ პრაქტიკულად ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელმწიფოებრივობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ ეკონომიკურ პოლიტიკას. ხალხი გაძვალტყავდა, ხალხი გაღარიბდა, მათ შორის, ამ ბანკების გამო. ბანკების მოგება გაიზარდა ამ გაღატაკების ფონზე 6-ჯერ და ეს რიცხვი ნიშნავს იმას, რომ ბანკებმა ხელთ იგდეს ოჯახების ქონება, ბიზნესები და მთლიანად სახელმწიფოს მართვა, სახელმწიფო აპარატი და პრაქტიკულად, თითოეული ქართველის ოჯახის ქონება. პოტენციურად, ეს არის ამ ორი თუ სამი ბანკის ერთპიროვნული საკუთრება. ამ მევახშეების ხელში გადადის ყველაფერი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა.

„საქართველოს ხელისუფლება გახდა მისი საკუთრება, საბანკო სექტორი გახდა მისი საკუთრება, ბიზნესის უმეტესობა გახდა მისი საკუთრება და მალე თითოეული ჩვენგანი ვიქნებით ამ მთავარი მევახშის, ივანიშვილის კერძო საკუთრება. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ წელს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. საქართველოში უნდა შეიცვალოს ძალაუფლება, ხელისუფლება და საქართველოში უნდა დამთავრდეს მაფიის, მათ შორის, ივანიშვილის საბანკო მაფიის თარეში. პირველი, რაც უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა ბანკების ზემოგების ხარჯზე, ხოლო ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე, ჩვენ გავაკეთებთუსამართლო ვალების და კრედიტების სიას. ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა ვალების და ჩვენ დავაწესებთ ორწლიან მორატორიუმს მათ გასტუმრებაზე და ეს იქნება გარანტირებული სწორედ ივანიშვილისგან წამოღებული ფულით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი ერეკლე კუხიანიძეზე - "გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად"

ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას სთხოვენ - აქცია საკრებულოსთან

"სადაც საჭიროა, სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც, ძალიან თავისუფლად" - სალომე ზურაბიშვილი