ილონ მასკს სტრესული პერიოდი აქვს და "ტესლას" ქარხნის იატაკზე სძინავს

ილონ მასკს სტრესული პერიოდი აქვს და "ტესლას" ქარხნის იატაკზე სძინავს

ტესლას „მოდელ 3“-ის წარმოების პარალელურად, ილონ მასკი იმდენად დაკავებულია, რომ სახლში წასასვლელად და შხაპის მისაღებადაც ვერ იცლის. გადაცემაში CBS This Morning მასკმა განაცხადა, რომ მას ქარხნის იატაკზე ძინავს, ამის შესახებ CNBC წერს.

მძიმე თვეების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა გადაცემის წამყვანთან გეილ კინგთან ისაუბრა.

„სტრესული პერიოდი მაქვს. ბოლო რამდენიმე თვე ჩვენთვის ძალიან რთული და მტკივნეული იყო,“ - განაცხადა მასკმა.

მისივე თქმით, ტესლას ქარხნის იატაკზე სძინავს.

„რა თქმა უნდა, სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს ძილისთვის კარგი ადგილია. დრო არ მაქვს სახლში წავიდე და შხაპი მივიღო,“ - აღნიშნა მილიარდერმა.

3 აპრილისთვის ტესლას 2020 „მოდელი 3“ გქონდა გამოშვებული, კომპანია ამ დროისთვის 2 500 მანქანის გამოშვებას გეგმავდა. მანქანების წარმოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ლიონელ მესი "მანჩესტერ სიტიში" გადადის - "ქალაქელებს" სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადახდა მოუწევთ

"შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო", - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა

"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე