როგორ ებრძოდნენ წონას საბჭოთა ლიდერები და რა დიეტებს იცავდნენ - კგბ-ს ყოფილი ოფიცერი საინტერესო დეტალებს იხსენებს

როგორ ებრძოდნენ წონას საბჭოთა ლიდერები და რა დიეტებს იცავდნენ - კგბ-ს ყოფილი ოფიცერი საინტერესო დეტალებს იხსენებს

საჭოთა მაღალჩინოსნების პირველ პლეადას წონის პრობლემა არ აწუხებდა. ლენინი და სტალინი ბუნებრივად გამხდრები იყვნენ და დიეტა მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით სჭირდებოდათ. სამაგიეროდ ჭარბი წონის პრობლემა მათ მემკვიდრეებს გაუჩნდათ.

როგორ ებრძოდნენ წონას პოლიტბიუროს მაღალჩინოსნები და რა კვებითი შეზღუდვები გააჩნდათ. საინტერესო დეტალებს კგბ-ს მე-9 განყოფილების ყოფილი ოფიცერი, ალექსეი სალნიკოვი იხსენებს, რომელიც ნიკიტა ხრუშოვსა და ლეონიდ ბრეჟნევს ემსახურებოდა.

ზომიერების მოყვარული ხრუშოვი

ნიკიტა ხრუშოვი ტანდაბალი აღნაგობის გამო საკმაოდ ჩაფსკვნილი ფიგურა გახლდათ. 59 წლის ასაკში ექიმები მას უკვე დიეტაზე გადასვლას ურჩევდნენ. პოლიტბიუროს თავკაცი კვების საკითხში მკაცრ ნორმებს არ იცავდა, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებზე თანახმა იყო.

საუზმედ, რომელიც დილის 6 სააათზე მზად იყო, ხრუშოვი 2 ნაჭერ გაფიცხებულ შავ პურს და მაწონს მიირთმევდა. მენიუს იშვიათად, ხაჭოსაც ამატებდა.

დღეში ორჯერ, 11 და 17 საათზე ახალგამოწურული წვენი უნდა დაელია. ამ წესს ძალზე მნიშვნელოვან შეხვედრებზეც კი არასოდეს არღვევდა. წვენზე, რომელსაც წვენსაწურების არარსებობის გამო მზარეულები ხელით ამზადებდნენ, ის სტუმარსაც ეპატიჟებოდა.

წესებს იცავდა, მაგრამ დიეტაზე არასოდეს ყოფილა. არც სხეულის ფორმები ანაღვლებდა. ცდილობდა ძალიან არ გასუქებულიყო, მაგრამ ზოგჯერ მაინც მატულობდა წონაში. ბევრჯერ გახდომა ფიზიკური ვარჯიშებითაც უცდია. ხრუშოვმა წელზე სატრიალო რგოლის, ჰულაჰუპის გამოყენებაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ დაატრიალა და როგორ კი რგოლი ძირს დაეცა, გულგრილად გადააბიჯა, "ეს საჩემო არ ყოფილაო".

ბრეჟნევს ანორექსია ტანჯავდა

როგორც კრემლის დაცვის ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, ლეონიდ ილიჩი ახალგაზრდობაში ჩამოსხმული სხეულის პატრონი იყო და წონის პრობლემა არასოდეს აწუხებდა. ფეხით სეირნობა და ცურვა 60 წლის ასაკშიც კი მისი ცხოვრების განუყრელი წესი იყო. არც გემრიელ კვებაზე ამბობდა უარს, თუმცა მოგვიანებით კბილების პრობლემა გაუჩნდა და მადაც დაეკარგა.

ის რუსული სამზარეულოს მოყვარული იყო. "განსაკუთრებით უყვარდა ბლინები, რომელშიც ქათმის ხორცი, ბრინჯი, სოკო, მწვანილი და კვერცხი იყო მოთავსებული. მენიუში, რომელსაც საგანგებო ბრიგადა ამზადებდა, საპატიო ადგილი ეკავა ღორის ძვლების ნახარშის სუპს სტაფილოთი და კარტოფილით. ძალიან უყვარდა უკრაინული ბორში, რომლსაც მზარეული მისი მეუღლის ვიქტორია პეტროვას მითითებებით ამზადებდა", - წერს კრემლის ყოფილი მაღალჩინოსანი ვლადიმერ შევჩენკო.

ასაკის მატებასთან ერთად მას ჭარბი წონის მიმართ ავადმყოფური დამოკიდებულება გაუჩნდა. მხოლოდ 90 კილოს იწონიდა, მაგრამ ბრეჟნევს თავი ძალიან მსუქანი ეგონა და წონას მანიაკალურ ბრძოლას უცხადებდა. ყოველ ლუკმას აკონტროლებდა, პურზე უარს ამბობდა, მხოლოდ კომბოსტოთი და ჩაით ვახშმობდა.

საკმარისი იყო სასწორს 500 გრამით მეტი წონა დაეფიქსირებინა, გენერალური მდივანი პანიკას ეძლეოდა და სასწორს სასწორზე ცვლიდა.

ბრეჟნვის გამო სასწორები კგბ-ს მე-9 განყოფილების ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავი გახდა. შეწუხებული გარემოცვა ფსიქიატრის დასკვნითაც კი დაინტერესდა. ექიმების აზრით, გენერალურ მდივანს ნერვული ანორექსიის დაწყებითი სტადია ქონდა.

სტალინის "არაგვი"

მართალია დიეტაზე არ იყო, მაგრამ იოსებ ბესარიონის ძეს საკვების მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა, გურმანიც იყო და მზარეულებს კერძის რეცეპტებსაც კარნახობდა. პოლიტბიუროს წევრი, ანასტას მიქოიანი იხსენებდა, რომ სტალინმა უცნაური კერძების შეკვეთა იცოდა, ზოგიერთს თვითონვე იგონებდა.

"ერთხელ მზარეულებს დიდ ქვაბში ბადრიჯანი, პამიდორი, კარტოფილი, პილპილი, დაფნა და ცხვრის ხორცის ნაჭრები ერთად მოახარშვინა. მომზადების შემდეგ საოცარი სურნელი დატრიალდა. კერძს ცოტა მწვანილი დაამატეს და პირველ თავკერძად მოგვართვეს. უგემრილესი იყო, სტალინმა ამ კერძს "არაგვი" დაარქვა.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

ქართველი ნიჩბოსანი, ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველო "რაგბი ევროპის" ჩემპიონია - ქართველებმა ნიდერლანდები დაამარცხეს

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები