"მამაკაცი ზევით აისროლა დარტყმამ..." - ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

"მამაკაცი ზევით აისროლა დარტყმამ..." - ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ 20 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები AMBEBI.GE-სთან ყვებიან, თეთრი ფერის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი საავტომობილო გზაზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

"არმისული ჯავის ქუჩის ასახვევთან მოხდა ეს შემთხვევა. ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი, როცა დავინახე, რომ მამაკაცი ზევით აისროლა დარტყმამ. მძღოლი ვერ დავინახე, მხოლოდ თეთრ მანქანას მოვკარი თვალი, არ გააჩერა, წავიდაო, სხვები ამბობდნენ" - განუცხადა AMBEBI.GE-ს თვითმხილველმა.

ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ დადგენილია და მოხდა მისი გამოკითხვა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ექსპერტიზები.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო