პორნოვარსკვლავს "ისლამური სახელმწიფო" თავის მოკვეთით დაემუქრა

პორნოვარსკვლავს "ისლამური სახელმწიფო" თავის მოკვეთით დაემუქრა

ყოფილ პორნოვარსკვლავ მია ხალიფას 2015 წელს "ისლამური სახელმწიფო" დაემუქრა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამისი მიზეზი გახდა პორნოგრაფიული სცენა, სადაც ხალიფამ ჰიჯაბით მიიღო მონაწილეობა.

ყოფილი მსახიობი კათოლიკე ლიბანურ ოჯახში გაიზარდა. მიას თქმით, ჰიჯაბის იდეა პროდიუსერებს ეკუთვნოდათ.

„ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა მან სცენის ინტერნეტპორტალზე გამოჩენიდან ერთ კვირაში მიიღო.

„ჩემზე მთელმა ახლო აღმოსავლეთმა უარი თქვა, ლიბანმა, ჩემმა ოჯახმა... „ტვიტერზე“ ყველა მუსულმანმა მიმდევარმა გამაკრიტიკა.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ჩემი სურათი ფოტოშოპით დაამუშავა, თითქოს თავი მქონდა მოკვეთილი. დაჯგუფებამ „ინსტაგრამის“ ანგარიშიც გამიტეხა, გაფრთხილება დამხვდა სახლის კარზეც. მუქარა მომდიოდა ყველა შესაძლო გზით,“ - ამბობს ხალიფა.

მსახიობი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ახლა ტრაგიკულად აღარ ახსენდება, რადგან შესაძლოა, „ყველაფერი ბევრად ცუდად დამთავრებულიყო“.

ხალიფამ პორნოინდუსტრია 2015 წელს დატოვა.

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

"მელოტა ისვენებს" - რა პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქში" სალომე ზურაბიშვილმა და რა არის მელოტა, რომლის გამოც პრეზიდენტი სოცქსელების დღის გმირია

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი