როგორ შეცვალა იტალიელი ქალების ბედი გოგონამ, რომელიც მოიტაცეს და გააუპატიურეს

როგორ შეცვალა იტალიელი ქალების ბედი გოგონამ, რომელიც მოიტაცეს და გააუპატიურეს

1965 წლის დეკემბერში, სიცილიაში, ბანალური ამბავი მოხდა. 7 თანამზრახველთან ერთად, ჩვეულებრივმა ბიჭმა 18 წლის გოგონა გაიტაცა.გოგონას დაკარგვას ოჯახში დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. იმდროინდელი იტალიური ტრადიციების მიხედვით, ეს ამბავი გოგონას გათხოვების წინაპირობად იქნა აღქმული. ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსიც კი გამტაცებლის სასარგებლოდ მუშაობდა. თუ გოგო გათხოვდებოდა იმ პიროვნებაზე, ვინც ის საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გაიტაცა და გააუპატიურა, სასამართლო ამართლებდა და არც გოგონას შებღალული პატიოსნება ილახებოდა. ტრადიციული სოციალური კოდექსიდან გადახრა „ქორწილით რეაბილიტაციის“ გარეშე, „უპატივმოყვარეო ქალის“ სტატუსს ანიჭებდა გოგონას, რადგან მან ქალწულობა გათხოვების გარეშედაკარგა.

ყველაფერი ტრადიციების მიხედვით გრძელდებოდა, სანამ ამ გოგონამ, სწორედ იმ 1965 წლის დეკემბერში, ფრანკა ვიოლამ, უარი არ თქვა გათხოვებეზე და იმდროინდელი სიცილიელი გოგონებისაგან განსხვავებით, პოლიციაში შეიტანა განცხადება გამტაცებლის და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ. სხვათა შორის, მას არც თავისი ვინაობის დამალვა უცდია. ეს იყო პირველი შემთხვევა სიცილიის ისტორიაში. განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ