მარია ზახაროვა - რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება

მარია ზახაროვა - რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“როდესაც 2012 წელს “ქართული ოცნების” მთავრობამ დაინტერესება გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანაზე, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნირმალიზების პროცესი, რამაც ამ წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მოიტანა”, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ტატუნაშვილის საქმე ამ პოზიტიური შედეგების უკუქცევას ვერ გამოიწვევს.

“ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არ მოსწონს. გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგებმა აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე. მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტური სპეკულაციების მიუხედავად ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს”, - აღნიშნა ზახაროვამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები