სერგო თეთრაძის მეუღლის პირველი კომენტარი ბაჩო ახალაიას განაჩენზე

სერგო თეთრაძის მეუღლის პირველი კომენტარი ბაჩო ახალაიას განაჩენზე

ვთვლი, რომ ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რომელიც ბაჩო ახალაიას მიესაჯა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლემ ნანა თეთრაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასჯელი, რომელიც დღეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას შეეფარდა, მის მიერ ჩადენილი ქმედების არაპროპორციულია.

"6 წელი და 7 თვე გავიდა დღეს მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმეს. ძალიან მტკივნეული იყო თითოეული დღე და არანაირი განაჩენი არანაირად არ შეცვლის იმ მდგომარეობას და არ მოგვიშუშებს იმ იარებს, რომელიც ოჯახს აქვს მიღებული. მიუხედავად ამდენი წამებისა, არაადამიანური მოპყრობისა და უბედურების კორიანტელისა, რაც ჩემს მეუღლეს დაატყდა თავს, ის ძალიან ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან და არ აღიარა შეკერილი საქმე, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო აბსურდული. ვთვლი, რომ ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რომელიც მას მიესაჯა", - განაცხადა ნანა თეთრაძემ.

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ" - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში გადაღებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოცქსელში გავრცელდა

"მხოლოდ ერთხელ ინტერნეტით ჰქონდათ კავშირი" - მშობლების ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც გაიტაცეს

"რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა პოლიციას არ გავეჩერებინე, თუ არაფერს ვარღვევდი - ვერ მოვიშორეთ "გაიშნიკური“ სტრატეგია" - რას აპროტესტებს იაგო ხვიჩია