"ამ ქალმა 20 ათასის გამო მომიკლა მეუღლე!" - პრეზიდენტს კიდევ ერთ სკანდალურ შეწყალებაში ადანაშაულებენ

"ამ ქალმა 20 ათასის გამო მომიკლა მეუღლე!" - პრეზიდენტს კიდევ ერთ სკანდალურ შეწყალებაში ადანაშაულებენ

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის, თამარ გამრეკელაშვილის სადისტური მკვლელობის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტი მარგველაშვილი გააკრიტიკა და მისი გადადგომაც კი მოითხოვა. ცნობილია, რომ თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა შეიწყალა. არადა, გაირკვა, რომ კომისიას 9-ჯერ ჰქონდა უარი ნათქვამი მის გათავისუფლებაზე. პრეზიდენტი აღიარებს, რომ ბაქრაძის ციხიდან გათავისუფლება შეცდომა იყო და ამ შემზარავი ფაქტის შემდეგ ძალადობრივ დანაშაულებზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა ირაკლი ქორიძის შეწყალების გამოცმიიღო საყვედური, გაირკვა, რომ ნარკოდანაშაულისთვის მკაცრად დასჯილი ქორიძე შეიწყალა და დღეს ის იმავე ბრალდებით ციხეში ზის. პრეზიდენტის შეწყალებით სულ 615-მა კაცმა დატოვა ციხე, 8 694 პატიმარი კიპარლამენტის მასშტაბური ამნისტიით გათავისუფლდა.512-მა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისევ ჩაიდინა დანაშაული, მათგან 403 პარლამენტის ამნისტირებული იყო, 109 კი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.

შეწყალებულთა უმეტესობა სასჯელს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იხდის. მათ შორის აღმოჩნდა ვახტანგ თედიაშვილის მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულიც. მართალია, მას პრეზიდენტმა სასჯელი შეუმცირა, მაგრამ დაზარალებული მომხდარით აღშფოთებულია.

ვახტანგ თედიაშვილი: ადამიანს, რომელიც არ ინანიებს დანაშაულს, როგორ იწყალებ? როცა პრეზიდენტს მიმართეს, რა დაწერეს, არ ვინანიებ, არ ვაღიარებ და შემიწყალეთო და შეიწყალეს? ამ ქალმა და მისმა ჯგუფმა 20.000 დოლარის გამო მომიკლეს მეუღლე...განაგრძეთ კითხვა