ვინ იყო 25 წლის გოგო, რომელსაც სავარაუდოდ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა

ვინ იყო 25 წლის გოგო, რომელსაც სავარაუდოდ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა

თბილისში, 25 წლის გოგონას შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა ბარნოვის N77-ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ის სტუმრად იმყოფებოდა დასთან, რომელიც ბარნოვზე ქირით ცხოვრობს. მკვლელობა, სავარაუდოდ, გოგონას მამინაცვალმა ჩაიდინა, რომელიც გარდაცვლილის დედას გარკვეული პერიოდის განმავლობაში შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

როგორც Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, გოგონას მამინაცვლის სახელზე ბოლო შემაკავებელი ორდერი გუშინ გაიცა, რომელიც მას გარდაცვლილის დედასთან რაიმე ტიპის კომუნიკაციას უკრძალავდა. მისივე ინფორმაციით, ვ. ბ. მეუღლესთან დაშორების შემდეგ აგრესიული იყო როგორც ყოფილი მეუღლის, ისე მისი ქალიშვილის მიმართ და მათ დაშორებას სწორედ შვილს აბრალებდა. როგორც მეზობლები ამბობენ, მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის 6 წლის შვილი სწორედ მის სახელს ყვიროდა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლული 25 წლის გოგონა თამარ გამრეკელაშვილია, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის მუხიანში ცხოვრობდა და როგორც უკვე ავღნიშნეთ, შემთხვევის დროს დასთან სტუმრად იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულზე შემაკავებელი ორდერი, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გაიცა. როგორც Ambebi.ge-ს შსს-დან აცნობეს, 25 წლის ქალი და მისი დედა შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და დედის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ", - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო: რამდენიმე საათით ადრე გაცემული შემაკავებელი ორდერი: შსს-ს განცხადება 25 წლის ქალის ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს