"საქმეში დანა ფიგურირებდა, ინციდენტში ორი მოსწავლე მონაწილეობდა და კიდევ ერთი პირი" - რა მოხდა 24-ე სკოლასთან

"საქმეში დანა ფიგურირებდა, ინციდენტში ორი მოსწავლე მონაწილეობდა და კიდევ ერთი პირი" - რა მოხდა 24-ე სკოლასთან

24-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტში ამავე სკოლის ორი მოსწავლე მონაწილეობდა და ახლა ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ის იმყოფებოდა ინციდენტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე და იქ დანაც დაინახა, თუმცა, ვის ეკუთვნოდა დანა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„საქმეში დანა ფიგურირებდა, თუმცა, როგორც მე ვიცი, მისი გამოყენება არ მომხდარა. ინციდენტში ჩვენი სკოლიდან ორი მოსწავლე მონაწილეობდა და კიდევ ერთი პირი. მოსწავლეები ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფებიან. დაპირისპირების მიზეზი მე ნამდვილად არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი კაკაბაძემ.

სკოლის დირექტორთან ცოტა ხნის წინ სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ