ქეითის და უილიამის შვილების ძიძა, რომელიც ახალშობილ პრინცსაც გაზრდის - მარიას "მერი პოპინსს" უწოდებენ

ქეითის და უილიამის შვილების ძიძა, რომელიც ახალშობილ პრინცსაც გაზრდის - მარიას "მერი პოპინსს" უწოდებენ

ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის შვილების ძიძაზე უამრავს საუბრობენ, მას რეალურ მერი პოპინსსაც უწოდებენ.

გამოცემა The Sun სამეფო ოჯახის ესპანელი ძიძის შესახებ წერს.

მარია ტერეზა ტურიონ ბორალო 47 წლისაა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახში 2014 წლიდან მუშაობს. როდესაც ქეითმა და უილიამმა ის ძიძად აიყვანეს, ჯორჯი 7 თვის იყო.

მარიამ მომზადება ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში, ნორლენდში გაიარა. კოლეჯი ბათში მდებარეობს და მომზადების მაღალი სტანდარტებით მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი.

სკოლა საკმაოდ ძველია, დაახლოებით 125 წლის წინ დაარსდა. ბავშვის მოვლის, პირველადი დახმარებისა და სხვა აუცილებელი უნარების გარდა კოლეჯში ძიძებს ასწავლიან, როგორ იმოქმედონ ტერორიზმის, ანდა ბავშვის გატაცების შემთხვევაში.

მარიას წყალობით, პატარა შარლოტა უკვე თავისუფლად საუბრობს ესპანურად. ძიძა სამეფო წყვილს პატარა პრინცის გაზრდაშიც დაეხმარება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ