ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, რომ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელოს - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დღეს დილიდან "ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

შეხვედრაში პარლამენტის უმრავლესობის სპიკერატის წარმომადგენლები, ფრაქციების თავმჯდომარეები და კომიტეტების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.

იხილეთ ვიდეო: "ბატონმა ბიძინამ თანხმობა განაცხადა, სათავეში ჩაუდგეს პარტიას" - ივანიშვილს პარტიის ახალ თავმჯდომარედ უახლოეს დღეებში აირჩევენ

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები