"ეს ის ნაბიჯია, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გააერთიანებს" - გედევან ფოფხაძე პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებაზე

"ეს ის ნაბიჯია, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გააერთიანებს" - გედევან ფოფხაძე პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებაზე

ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას გააჩნია, როგორც პოლიტიკოსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გედევან ფოფხაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

„ეს გადაწყვეტილება არის სწორი. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მგონია, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მისცემს საშუალებას, რომ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენ წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი. ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს, გააჩნია, ამიტომ მე მგონია, რომ ეს არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაკეთებულიყო“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები