აშშ-ში, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კალათბურთელი მანუტე ბოლი. სუდანელი კალათბურთელის სიმაღლე 231 სმ იყო.
ექს-კალათბურთელი ბოლი სუდანიდან აშშ-ში შარშან დაბრუნდა, რათა თირკმლების დაავადებისთვის ემკურნალა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მანუტე ბოლი 1962 წელს სუდანში დაიბადა. NBA-ში 1985-1994 წლებში გამოდიოდა და რუმინელი გეორგე მურეშანის გამოჩენამდე, ყველაზე მაღალ კალათბურთელად ითვლებოდა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ბოლი სუდანის საქველმოქმედო და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებში მუშაობდა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.