ვინ იყო ილიკო სუხიშვილის პირველი პარტნიორი ნინო რამიშვილამდე - ქართველი ქალის ისტორია, რომელიც ჰოლივუდში მიიწვიეს

ვინ იყო ილიკო სუხიშვილის პირველი პარტნიორი ნინო რამიშვილამდე - ქართველი ქალის ისტორია, რომელიც ჰოლივუდში მიიწვიეს

ალექსანდრა თოიძე 12 წელი ემსახურებოდა ქართულ კინოხელოვნებას. მას - ეკრანის მშვენება უწოდეს. 22 წლის მანძილზე მაყურებელმა შეიყვარა მის მიერ განხორციელებული მრავალი სახე.

გადაღებულია ფილმებში: “დღე პირველი, დღე უკანასკნელი”, “ჭრიჭინა”, “ქეთო და კოტე”, და ა.შ. საქართველოს სახალხო არტისტი - ალექსანდრა თოიძე, ქართული დრამის თვალსაჩინო წარმომადგენელია. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მან მრავალ სცენურ სახეს შეასხა ხორცი. თუმცა მას ხელოვნების სარბიელზე მოღვაწეობა თეატრიდან არ დაუწყია...

თავიდან ალექსანდრა თოიძე მოულოდნელად მოხვდა ეკრანზე. რეჟისორმა ჟელიაბუჟსკიმ დიდხანს ეძება და ვერ იპოვა დინა ძაძუს როლის შემსრულებელი. მისმა მოადგილე ნიკოლოზ შენგელაიამ დაათვალიერებია მიხეილ ჭიაურელის ინდივიდუალურ ატელიეში მოწყობილი გამოფენა, უჩვენა მხატვარი ირაკლი თოიძის ერთ-ერთი ნამუშევარი - 17 წლის ალექსანდრა თოიძის პორტრეტი და ურჩია მიეწვია მთავარი როლის შემსრულებლად.

ფილმი, რომელშიაც ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობდა, უაღრესად საინტერესო თემას აშუქებდა. რეალისტურად ასახავდა სოციალური უთანასწორობით გამოწვეულ ადამიანურ ტრაგედიას სვანეთის ცხოვრებიდან. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. სხვადასხვა ქვეყნებში აჩვენეს და ალექსანდრა თოიძე ჰოლივუდში, ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე სათამაშოდ მიიწვიეს. ალექსანდრე თოიძემ ჰოლივუდში წასვლა ფეხმძიმობის გამო ვერ შეძლო. განაგრძეთ კითხვა

"დღემდე არ ვიცი, როგორ ვითამაშე ისე, რომ ბევრმა ვერ შენიშნა, რა მჭირდა" - მსახიობი არტისტების ოჯახიდან, რომელმაც სპექტაკლი გაწყვეტილი მყესებით ითამაშა

ზურა დოიჯაშვილი ტაძრიდან მის მიერ შესრულებული სიმღერით, "მელიქიშვილის გამზირის" ფონზე გამოასვენეს

ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს - "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ"