გიგი უგულავა: "ვანელები და ხონელები პირველ „წითელ ბარათს“ მისცემენ "ქართულ ოცნებას"

გიგი უგულავა: "ვანელები და ხონელები პირველ „წითელ ბარათს“ მისცემენ "ქართულ ოცნებას"

ხონსა და ვანში შუალედური არჩევნები იმართება. გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ხონში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. უგულავამ, ხმა ხონში, N3 საარჩევო უბანზე მისცა. როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, დღეს ამომრჩეველი პირველ „წითელ ბარათს მისცემს“ "ქართულ ოცნებას".

„დღეს ვანელები და ხონელები პირველ „წითელ ბარათს“ მისცემენ "ქართულ ოცნებას". "ქართული ოცნება" დამარცხდება, რადგან მან მოატყუა ამომრჩეველი. უპატრონოდ დატოვა რეგიონები და მოსახლეობა. ვართ ძალიან მხნედ, რადგან გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, რადგან ვლიდერობთ და შესაბამისად მოვემზადებით, რადგან ის გეგმა, რაც გვაქვს, შევასრულოთ. ეს არის ვიბრძოლოთ უკეთესი ვანისა და ხონისთვის, გავაზრდევინით ხელისუფლებას პენსიები, სოციალური დახმარება, ამავდროულად გავაკეთოთ სოფლის პროგრამა, ადამიანებს ჰქონდეთ შემოსავალი და განვავითაროთ ტურიზმი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან კომენტარი გააკეთა დაზიანებულ პლაკატზე და განმარტა, რომ" ქართული ოცნება" ებრძვის პლაკატებს, თავად კი ებრძვიან სიღარიბეს.

"მათგან საარჩევნო ველურობას მოველოდით წინა არჩევნებიდან გამომდინარე. ვანის მერი ღამის ეკონომიკას ანვითარებდა და პლაკატების ჩამოხევით იყო დაკავებული, თურმე ამოვარდა ქარი და მხოლოდ ჩემი პლაკატი დააზიანა, წუხელ ბანერი დააზიანეს, მათ ებრძოლონ პლაკატებს ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

აღსანიშნავია, რომ უგულავა ხონში, სწორედ არჩევნების გამო ჩაეწერა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან - პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა - მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები