კახა კალაძე - პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს

კახა კალაძე - პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს

არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რაიმე თანხების მატებაზე საუბარი შეუძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა 3 მაისს, თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების შესაძლო გაფიცვასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, მეტრო იმუშავებს და მისი პარალიზება არ მოხდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიმოქმედებს საამისოდ მერია.

თბილისის მერის განცხადებით, მეტროს თანამშრომლების ნაწილის მიერ გაფიცვის მოწყობა მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა აცხადებს, რომ არიან ადამიანები, რომელთა ხელფასი მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასთან შედარებით გაცილებით ნაკლები - 400, 700, 800 ლარია, მაშინ როდესაც მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ხელფასები დაახლოებით 1 300-1400 ლარს შეადგენს.

„არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს გაჩერება არ მოხდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. უბრალოდ ადამიანურად ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იმ ადამიანებს აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასი. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც უკეთესი ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება, რა თქმა უნდა, ხელფასის მომატება იქნება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კახი კალაძემ.

3 მაისს, დილიდან, შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს, - ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013“-ის წევრებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „ერთობა 2013“-ის მოთხოვნაა, რომ მეტროს მემანქანის საათობრივი ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე გაიზარდოს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები